საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

14 იანვარი 2025, 09:30 88 ნახვა

ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მეორე საშჯიბრო დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა.  57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა რობერტ დინგაშვილმა, რომელიც ამ წონის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა აკაკი ქემერტელიძემ. 74, 86 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს, შესაბამისად, გიორგი ელბაქიძემ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ავთანდილ კენჭაძემ და მერაბ სულეიმანაშვილმა.

დღეს საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები კიდევ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. პირველობისთვის 61, 65, 79, 92 და 125 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფალავნები იბრძოლებენ. ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი ქვიშაზე ჭიდაობაში მამუკა კორძაია, რომელმაც წელს მისთვის ახალ, მძიმე წონით კატეგორიაში იასპარეზა. ტურნირის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება ის გუნდი, რომელიც საწვრთნელ შეკრებებში ჩაერთვება და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის მოემზადება.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი იანტბელიძემ, რომელიც „თავისუფლების“  მთავარი მწვრთნელი იყო, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კი გამოცდილი სპეციალისტი დავით ხურცია დაინიშნა. საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში