დავითაშვილის გოლი „პსჟ“-ს კარში და უმაღლესი შეფასება

13 იანვარი 2025, 08:01 64 ნახვა

„სენტ-ეტიენს“ ქულის მოსაპოვებლად ზურიკო დავითაშვილის გოლი არ ეყო. ქართველის გუნდი  „პარი სენ-ჟერმენს“ ესტუმრა და ფრანგული ფეხბურთის გრანდთან 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა საფრანგეთის ლიგა ერთის მე-17 ტურის დაპირისპირება აქტიურად დაიწყო და საბოლოოდ „სენტ-ეტიენში“ 7,4 ქულით საუკეთესო შეფასება მიიღო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გოლი მეორე ტაიმში გაიტანა, როდესაც მის მიერვე მოპოვებული საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ ლიგა ერთის მიმდინარე სეზონში დავითაშვილი გახდა მეორე ქართველი, რომელმაც „პსჟ“-ს და დონარუმას გაუტანა. პირველმა ეს გიორგი მიქაუტაძემ შეძლო.

ზაფხულში გამართულ ამხანაგურ მატჩში კი ფრანგებს გოლი ოთარ კიტეიშვილმაც გაუტანა.

17 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ მხოლოდ 16 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. ზურიკო დავითაშვილმა კი 16 შეხვედრაში მე-6 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზეა ორი საგოლე გადაცემაც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში