ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

13 იანვარი 2025, 10:32 94 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში გამოეთიშა ავსტრალიის ღია პირველობას. მსოფლიოს 210-ე ჩოგანმა 2 საათი და 35 წუთი ბრძოლის შემდეგ ოთხ სეტში - 1:6, 7:6, 3:6, 3:6 წააგო ჩეხ იაკუბ მენშიკთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს.

მატჩის მსვლელობისას ბასილაშვილი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, რამაც განაპირობა კიდეც მისი მარცხი.

იაკუბ მენშიკი კი მეორე წრეში ნორვეგიელ კრისტიან რუუდს შეხვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში