14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი 2025, 10:20 119 ნახვა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ამავე პერიოდში მიიღეს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ.

აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. კანონი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.

ტრადიციულად, ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია იმართება.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში