საქართველო კარატეში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

11 იანვარი 2025, 14:45 57 ნახვა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში ისტორიაში პირველად პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „KARATE 1 - Serie A“ მიმდინარეობს.
ტურნირში 87 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ თბილისში მიმდინარე ტურნირი 2025 წელს კარატეს მსოფლიო ფედერაციის პირველი ღონისძიებაა. საქართველო „KARATE 1 - Serie A“-ს 2026 და 2027 წლებშიც უმასპინძლებს. ამჯერად საქართველოს ღირსებას ტურნირზე 20 სპორტსმენი იცავს, ჩემპიონატი 12 იანვარს დასრულდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში