ქედის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლები ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. აღმოჩნდა, რომ სახლებიდან ბაღებამდე გადაადგილება თითქმის 15-ვე ბაღის აღსაზრდელისთვის გამოწვევაა. ზოგიერთ სოფელში კი პატარებს ფეხით კილომეტრების გავლა უხდებათ.
ბაღების გაერთიანებაში, ამბობენ, რომ შექმნილი პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, თუმცა ამისთვის თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა.