ბათუმელი ჩოგბურთელი მსოფლიოს მესამე ჩოგანს დღეს შეხვდება

28 აგვისტო 2019, 11:28 2048 ნახვა

ამერიკის ღია პირველობის ტურნირზე, ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს მესამე ჩოგანს, კაროლინა პლიშკოვას შეხვდება. 21 წლის ქართველ ჩოგბურთელს ტრავმა აქვს ფეხზე. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მარიამი ამბობს, რომ ტრავმა აწუხებს, თუმცა იმდენად კარგი ფიზიოთერაპევტებია ამერიკის ღია პირველობის ტურნირზე, დარწმუნებულია კარგ შედეგებს დადებს.  

​თამაში საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.  

21 წლის სპორტსმენმა, მარიამ ბოლქვაძემ პირველი ეტაპის შეხვედრა წარმატებით გაიარა. ქართველმა მსოფლიოს 202-ე ჩოგანმა ძირითადი ბადის პირველ წრეში, ამერიკელ ბერნარდა პერი 3 სეტში დაამარცხა. მას 65-ე ჩოგანის დასამარცხებლად, ორ საათი და 21 წუთი დასჭირდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი