კულტურის და სპორტის სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს

18 ოქტომბერი 2024, 18:04 344 ნახვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.
შალვა გოგოლაძე კი იქნება კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ კი სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში