დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლაზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

19 ნოემბერი 2024, 12:29 561 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის ''ბე'' დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრას გამართავს.

ქალაქ ოლომოუცში საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

5 ტურის შემდეგ საქართველოს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილიში მეორე პოზიციას იკავებს. 8 ქულით კი ჩეხეთი ჯგუფის ლიდერია.
საქართველოს ნაკრებში საკადრო პრობლემები არ არის: დისკვალიფიკაცია მოიხადა ლაშა დვალმა.

ჩეხეთის ნაკრებსაც აქვს საკადრო პრობლემები: პატრიკ შიკი ტრავმის გამო ნოემბრის შეკრებაზე საერთოდ არაა გამოძახებული. ალბანეთთან ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს შიკის მთავარი შემცვლელი შეტევაში ტომაშ ხორი, რომლის ნაცვლად სწორედ საქართველოსთან თამაშისთვის პრაღის სლავიის ფორვარდი მოიმირ ხიტილი გამოიძახეს.

კიდევ უფრო სერიოზული უნდა გამოდგეს გუნდის კაპიტნის, ტომაშ სოუჩეკის არყოფნა, რომელსაც ასევე დისკვალიფიცირებულია.

დღეს საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ჯუფში პირველ ადგილს დაიკავებს, თუ ალბანეთი უკრაინას 4 და მეტი ბურთის სხვაობით არ დაამარცხებს.

ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს ერთა ლიგის ''ა'' დივიზიონში იასპარეზებს და შანსი ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლოს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში