საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ, 239 ქულით, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით, საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.
ქართველმა კონკურსანტმა ჟიურისგან 180, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა მიიღო.
საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან.
ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით - "To My Mom - დედას" წარსდგა.
საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.