კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პარიზის პარალიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (B კატეგორია). მან ხმლით ასპარეზობაში ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია და მეოთხედფინალში პოლონელ პარასპორტსმენს შეხვდება.
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 21-გზის გამარჯვებულია.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.