მალე ხულოში, ქედასა და ხელვაჩაურში ახალი სტადიონები მოეწყობა

16 ოქტომბერი 2024, 19:11 407 ნახვა

ხულოს, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სპორტული ობიექტების მშენებლობის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურული პროექტი მიხედვით, ხულოს მუნიციპალიტეტში სპორტული სკოლა და საფეხბურთო სტადიონი მოეწყობა. დაგეგმილია ჭადრაკის, ჭიდაობის,სავარჯიშო დარბაზების მშენებლობა. აშენდება 450 მაყურებელზეა გათვლილი FIFA-ს სტანდარტის სტადიონი.
პროექტის ღირებულება 11 422 940 ლარია. ტენდერია გამოცხადებული ქედაში, "საფეხბურთო კლუბ ბეთლემის" 800 მაყურებელზეა გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის. პროექტის ღირებულება 6 314 540 ლარია. 5 685 382 ლარია გათვალისწინებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ,,მაჭახელას“ 450 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონისთვის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში