თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება ახალციხეში. იგი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს.
პროექტი, ასევე ითვალისწინებს სივრცეებს ღია კაფესა და სპორტული ინვენტარის მცირე მაღაზიისთვის.
კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.