ლურჯი მოცვის ნერგების სამრეწველო ბაღების გაშენება დაიწყო

21 მარტი 2019, 00:00 2630 ნახვა

აჭარაში ლურჯი მოცვის  ნერგების სამრეწველო ბაღების გაშენება დაიწყო. პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.


ქვეპროგრამის მიზანია მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენება, ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, დაბალმოსავლიანი ბაღების ექსპორტზე ორიენტირებული ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლება.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს  ფერმერებზე 100% დაფინანსებით კივის და კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებას, წვეთობრივი სარწყავი სისტემით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი