ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მაღლაკონსა და ევგენიძეებში სასმელი წყლის ქსელი ექსპლუატაციაში შევიდა. მშენებლობა აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წყალსადენი საექსპლუატაციოდ მზად არის და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ორ სოფელში, 80-მდე ოჯახს სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება.