აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო მარნების მეპატრონეებისთვის ტრენინგები დაიწყო. ისინი გადამზადდებიან ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი წესების, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპების, უცხოელი სტუმრებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესების მიმართულებით.
ტრენინგს ქართველი სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდიის „კაბისტონის“ დამფუძნებელი ქეთი ჯურხაძე უძღვება. ქედის შემდეგ ტრენინგებს ბათუმში კვების ობიექტების მეპატრონეებიც გაივლიან. ვიდეო მასალა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.