საბაჟო გამშვებ პუნქტში, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6513,46 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა. მას 6513,46 ლარის გადახდა მოუწევს.