დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საპასუხოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება უჩვეულოა.
„ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე საპასუხოდ, გარკვეულწილად, უჩვეულოა. მას შემდეგ საქართველომ უარესიც გადაიტანა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.