ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განაცხადებით. 2028 წლამდე საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. „ეს არ არის დაგეგმილი. ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება. ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია“,.
წულუკიანის თქმით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართვცელოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილებების დროებით რატიფიცირების დათქმებში არ არის არავითარი „სააკაშვილის გათავისუფლება“ ან „სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.
„კომიტეტზე იყო ორი ვარიანტი განხილული: ერთი, რომ უკვე ხვალვე ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია გავეშვით ასამბლეიდან, როგორც იყო ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიციის და მათი ექსტრემისტი მოკავშირეების სურვილი; მეორე ვერსია იყო, რომ რატიფიცირებული ყოფილიყო ჩვენი უფლებამოსილებები დროებით და სერიოზული დათქმებით. ამ სერიოზულ დათქმებში არ არის არავითარი „სააკაშვილის გათავისუფლება“ ან „სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, მაგრამ არის სერიოზული სხვა დათქმებით, რაზეც მე კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ ეს არ მოხდება, არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის დაგეგმილი. მე ვუთხარი ეს, მათ იციან და ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება. მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია. „ქართული ოცნების“ და ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის პოზიცია, რომ არჩევნები ჩატარდა უკვე და გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა. მინდა, პირველ რიგში, ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას მივუსამძიმრო, რომ ჩვენი ხვალ აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ, მივუსამძიმრო ყველა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციასაც, რომლებიც, დერეფანი ათია და ყველგან რამდენიმე არიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.