საქართველოს წარმომადგენლობის აღიარების საკითხი

27 იანვარი 2025, 20:06 184 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა.
ინიციატივა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელ, შვედ პოლიტიკოს ბორიანა აბერგის ეკუთვნის, რომლის თქმით საქართველოს პარლამენტი არის „ერთპარტიული პარლამენტი“ და რომ საქართველოში დემოკრატიული წყობა ნგრევის პროცესშია.
ინიციატივას მხარი დაუჭირა ასამბლეის სულ მცირე 30-მა წევრმა. საკითხი დებატების გარეშე დაუყოვნებლივ გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს ანგარიშის მოსამზადებლად, რომელზეც ასამბლეა 29 იანვარს დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში