დღეს ბათუმის „დინამო“ ამხანაგურ მატჩს „მოტორ ლუბლინთან“ გამართავს

24 იანვარი 2025, 12:40 654 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის „დინამო“ ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე შეკრებას თურქეთში გადის, სადაც ამხანაგურ მატჩებს მართავს. დღეს ზღვისპირელები პოლონურ „მოტორ ლუბლინს“ დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უკრაინულ „ოლექსანდრიას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. „დინამოსა“ და „მოტორ ლუბლინის“ მატჩი თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში