ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედია ორგანიზაციებს მიმართავენ.
მოუწოდებენ მიმართვის ადრესატებს, სათანადო შეფასება მიეცეს და მოხდეს რეაგირება ონლაინ გამოცემა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტს. მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მე-17 დღეა შიმშილობს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისგან მოითხოვენ შეაფასონ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში არსებული მედიაგარემო და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
მიმართვის ავტორები, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ სანქციები დაუწესონ იმ ადამიანებს, რომლებიც მედიაზე შეტევას ახორციელებენ, მათ შორის, საუბარია მოსამართლეებსა და პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებზე.