საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

29 აგვისტო 2018, 00:00 3477 ნახვა

''უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი'' – ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ორივე ქვეყანა სექტემბერში პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით მიმოსვლის ამოქმედებას გეგმავს.

შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას მხარეები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე, ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ.

''ახლა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ხელმოწერის შესახებ და განსაზღვრულ პირს ამ შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება დააკისროს“, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა .

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი