წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ხვალიდან  იწყება

28 აგვისტო 2018, 00:00 1587 ნახვა

ხვალიდან, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად იწყება. ხვალიდან შედის ძალაში ის წესები  და შეზღუდვები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის არის დადგენილი.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან პოლიტიკური პარტიებს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები.  აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში. 2018 წლის არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი