ბათუმი შამილაძისა და ასათიანის ქუჩებზე ასფალტს აგებენ, მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა. პროექტისთვის 3 მილიონ 900 ათასი ლარია გათვალისწინებული. 1 სექტემბრამდე შამილაძის ქუჩაზე ასევ საპარკინგე ტერიტორია მოეწყობა, რისთვისაც 1 მილიონ 150 ათასი ლარი დაიხარჯება.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს- ,,ბონდი 2009'’ასრულებს.