სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია ქირით უზრუნველყოფს

04 ივნისი 2018, 00:00 1686 ნახვა

სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ქედის გამგეობა ქირით გაიყვანს. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ,რომ ზარალს დაითვლიან, შემდეგ კი, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოხდება ანაზღაურება, დაახლოებით 10 ათასი ლარის ოდენობით.

სოფელ ცხმორისში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს  დღის პირველ ნახევრში გაუჩნდა. ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. ნაკაშიძეების ოთხსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. თვითმხილველების თქმით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ზუსტდება, ისინი ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა. 

ამავე კატეგორიაში