ალბანეთში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს სახელით ხუთმა ფალავანმა იასპარეზა. ამათგან მედლებისთვის მხოლოდ სამი იბრძოლებს.
18 წლის კობა ქარუმიძე 55 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ოქროსთვის იჭიდავებს. ბრინჯაოს მედლებისთვის კი 63 კილოგრამში რომეო ბერიძე და მძიმე წონაში საბა ჩილაშვილი იბრძოლებენ. დღესვე კვალიფიკაციის ეტაპზე დარჩენილ წონით კატეგორიებში კიდევ ხუთი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს.