„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

12 მარტი 2025, 09:10 74 ნახვა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში „ლივერპული“ პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ანგარიში „პარი სენ-ჟერმენმა“ მე-12 წუთზე გახსნა. პარიზელების სწრაფი კონტრშეტევა უსმან დემბელემ გოლით დააგვირგვინა. ძირითადმა დრომ ამ წყვილში გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. 101-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა.

გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უფრო კარგად პსჟ-ის ფეხბურთელებმა შეასრულეს, 4:1 მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

დონარუმამ კი სერიაში კი ორი პენალტი მოიგერია. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „ინტერი“ „ფეიენორდი“ 2:1; „ბარსელონა“ „ბენფიკა“ 3:1; „ლევერკუზენი“ „ბაიერნი“ 0:2. დღეს მერვედფინალის კიდევ ოთხი საპასუხო შეხვედრა გაიმართება. „ლილი“ – „დორტმუნდი“; „არსენალი“ – „ეინდჰოვენი“; „ასტონ ვილა“ – „ბრიუგე; „ატლეტიკო“ – „რეალი“.

„ლილი“-„დორტმუნდის მატჩი თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. დანარჩენი სამი შეხვედრა კი ასევე თბილისის დროით ღამის 12 საათზე გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში