ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის

12 მარტი 2025, 09:45 83 ნახვა

დღეს ტირანაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელზეც საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

დღეს 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებსა და ნახევარფინალებს გამართავენ, ჩემპიონები კი ხვალ გამოვლინდებიან.

ხვალვე ჩაერთვებიან ასპარეზობაში 60, 67, 72, 82 და 97კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები და იმავე დღეს გამოავლენენ ფინალისტებს, მედლები კი 14 მარტს გათამაშდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში