ლას ვეგასში გამართული ღონისძიების შემდეგ უეფსი-მ მებრძოლთა ყველა დივიზიონის საერთო რეიტინგი განაახლა. მერაბ დვალიშვილი მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა და ახლა უკვე მეოთხეზეა, ხოლო ილია თოფურია მეოთხიდან მესამე ადგილზე დაწინაურდა.
წონათა საერთო რეიტინგს ორგანიზაციის მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე მძიმე წონის ქამრის მფლობელი ჯონ ჯონსია.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ თებერვალში განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობას მსუბუქ დივიზიონში გააგრძელებს.
ჯერ უცნობია, ჩაუნიშნავენ თუ არა მას ბრძოლას ამ წონის ჩემპიონ მახაჩევთან.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, დიდი ალბათობით, სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამრის მეორედ დასაცავად ის შონ ო’მალის შეხვდება.