საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა 

12 მარტი 2025, 09:10 87 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კვლავ დამაჯერებლად ითამაშა. ანგარიში მე-5 წუთზე შოთა თოფურიამ გახსნა და ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ჯერ გიორგი ჩიმაკაძემ გაზარდა, ხოლო საბოლოო შედეგი ვახტანგ ჯვარაშვილმა დააფიქსირა. რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო.

საქართველოს ნაკრები 11 აპრილს საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდის მატჩს კოსოვოსთან სტუმრად გამართავს, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში