შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

13 მარტი 2025, 12:35 92 ნახვა

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. პლეი ოფის საგზური "ტენერიფელებმა" ვადაზე ადრე მოიპოვეს, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელშიც ჯამში ექვსი მატჩი უნდა ჩატარდეს, საწყისი ოთხი უკვე მოიგეს.
მეოთხე გამარჯვება "ტენერიფემ" იტალიაში, „რეჯიო ემილიას“ წინააღმდეგ მოიპოვა, რომელსაც 84:74 მოუგო. ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ჯგუფში დარჩენილ მატჩებს ტენერიფე 19 მარტს, თურქეთში, "პეტკიმთან" გამართავს, და 25 მარტს კი ესპანურ "მანრესას" უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში