აჭარის ღია ჩემპიონატი ბადმინტონში 

14 ნოემბერი 2024, 10:15 545 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლე ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა აჭარის ღია ჩემპიონატს ბადმინტონში.

ტურნირი როგორც დიდებში, ასევე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. შეჯიბრებაში ბათუმელ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობდნენ ბადმინტონისტები თბილისიდან, ქუთაისიდან და ხულოს მუნიციპალიტეტიდან.

წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა, რომლებმაც როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვეს.

13 წლამდელთა კატეგორიაში ბათუმელი რაფაელ ოვანესიანი ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. მან გაიმარჯვა როგორც ერთეულთა თანრიგში, ასევე შერეულ წყვილში ანასტასია კუტუბიძესთან ერთად და წყვილთა შორის ანრი არუთინიანთან ერთად.

დიდების კატეგორიაში გაიმარჯვა გიორგი მჟავიასა და ნიკა ჩხეიძის დუეტმა. აჭარის ღია ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდა, თუმცა ორგანიზატორთა თქმით, ის ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.

ბათუმელი სპორტსმენები ამჟამად საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირისთვის ემზადებიან, რომელიც მალე ესტონეთში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი