შვედეთის პრემიერი ბრალს მდებდა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოვადგენდი, მან ინსტრუქციები ვაშინგტონიდან მიიღო - ვიქტორ ორბანი

31 ოქტომბერი 2024, 15:11 196 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მიერ, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრისტერსონი ამას შეერთებული შტატების დავალებით აკეთებს.

„შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა. რა სამწუხაროა“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ორბანის განცხადებას კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ, შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით.

ამის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში