საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში

16 სექტემბერი 2024, 09:54 209 ნახვა

„ოქროს ბურთი“ - ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში კაცთა შორის. მასში  საქართველოსთან ერთად წყვილები თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ირანიდან და გაერთიანებული საამიროებიდან მონაწილეობდნენ.

გამარჯვებისთვის 28 წყვილი ასპარეზობდა. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ალექს ქაჩიბაიასა და ალექს ზაქაიძის გუნდი გახდა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ათმა საუკეთესო დუეტმა ერთმანეთში „კორტის მეფის“ ტიტული გაითამაშა, რომლის გამარჯვებული დენი ხეირაბადისა და პეტრე ლობჟანიძის წყვილი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ბათუმელი ფრენბურთელები თბილისში გაემგზავრნენ, სადაც ქალთა შორის ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი