ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა ქალაქის ღია პირველობა კონტაქტურ კარატეში დამწყებ სპორტსმენთა შორის. შეჯიბრება ხუთიდან 17 წლის ასაკის სპორტსმენებს შორის გაიმართა.
ასპარეზობაში საერთო ჯამში, სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიებში 230-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეჯიბრება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში ჩატარდა. ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი ტურნირები ახალგაზრდა სპორტსმენებს დიდ ასპარეზზე გასვლაში დაეხმარება.
ვიდეო-მასალა აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციამ მოგვაწოდა.