შეხვედრა ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლებთან

11 თებერვალი 2025, 10:18 85 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბაკურიანში ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე, სააგენტოს თანამშრომლები, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის, ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მწვრთნელები, სპორტსმენები და ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ბაკურიანში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაზე, არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ასევე, საუბარი შეეხო მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებებს, ინფრასტრუქტურასა და ეკიპირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ზამთრის სპორტის სახეობებში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვასა და ბაკურიანში სპორტული ტურიზმის განვითარებას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში