გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო.
გიორგიმ 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა. „ლიონმა“ 33 ქულა დააგროვა და 21 ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
გუნდი კონფერენს ლიგის ზონაში დაწინაურდა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.