ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა, მისმა „შანდუნ ტაიშანმა“ კი სამხრეთკორეული „გვანჯუ“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ჩინეთის გუნდში შეუცვლელად ითამაშა და საბოლოოდ, საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.9 ქულა მიიღო.
ვაკომ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშზე მე-3 გოლი ჩაიწერა. აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამართული შვიდი ტურის შემდეგ ქართველის გუნდმა „შანდუნმა“ 10 ქულა მოაგროვა, მე-6 ადგილზეა და პლეი ოფის მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.
მომდევნო შეხვედრას ჩინელები ვაკო ყაზაიშვილის ყოფილი კლუბის, სამხრეთ კორეული „ულსანის“ წინააღმდეგ 19 თებერვალს ჩაატარებენ.