ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები უკვე მიმოქცევაშია.
საქართველოს ფოსტის მიერ დაიბეჭდა ოთხმარკიანი ფურცელი, რომლის შეძენა საქართველოს ფოსტის ფილიალებშია ხელმისაწვდომი.
თითოეული საფოსტო მარკის ნომინალია 1 ლარი, ტირაჟი კი 20,000 ცალია. მარკების დიზაინის ავტორია ბადრი ქობლიანიძე.