ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, ბათუმის ყინულის არენაზე დღეს დაიწყება შეჯიბრება ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს, - 15 წლის ინგა გურგენიძე. მას ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ.
დღეს ინგა მოკლე პროგრამით წარსდგება, 13 თებერვალს კი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.