ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა

12 თებერვალი 2025, 09:04 67 ნახვა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში „ბრესტი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთას შორის დატოვა და მოედანზე მხოლოდ 67-ე წუთზე შეუშვა.

პარიზელები 21-ე წუთზე პენალტით ვიტინიამ დააწინაურა, 45-ე წუთზე უსმან დემბელემ მეორე გოლი გაიტანა, მანვე 66-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ 2:3; „სპორტინგი“ – „დორტმუნდი“ 0:3; „იუვენტუსი“ – „ეინდჰოვენი“ 2:1. საპასუხო შეხვედრები 19 თებერვალს ჩატარდება.

დღესვე ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხი მეთექვსმეტედფინალური მატჩი გაიმართება: „ბრიუგე“-„ატალანტა“; „მონაკო“ – „ბენფიკა“; „სელტიკი“ – „ბაიერნი“ და „ფეიენორდი“ – „მილანი“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში