ლონდონში ასანჟის საქმეზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდებიან

20 მაისი 2024, 08:34 285 ნახვა

დღეს ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საქმის მოსმენა გაიმართება. 

ბრიტანულმა სასამართლომ შეიძლება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, უნდა მოხდეს თუ არა ასანჟის ექსტრადირება შეერთებულ შტატებში,  რაც 13 წლიანი სამართლებრივი ბრძოლებისა და დაკავებების კულმინაციას წარმოადგენს.

ასანჟმა ბოლო ხუთი წელი გაატარა ბელმარშის ციხეში. ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დამაკმაყოფილებელია თუ არა  ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი გარანტიები, რომ 52 წლის ასანჟს აშშ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში სიკვდილით დასჯა არ ემუქრება და შეუძლია ისარგებლოს სიტყვის თავისუფლების შესახებ ამერიკული კონსტიტუციის პირველი შესწორებით, თუკი მას აშშ-ში სასამართლო   ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში