აშშ-ში წითელას დიაგნოზით ბავშვი გარდაიცვალა

27 თებერვალი 2025, 09:01 106 ნახვა

დასავლეთ ტეხასში წითელას შედეგად ბავშვი გარდაიცვალა - ამის შესახებ განცხადებას შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ში ამ ძალიან გადამდები დაავადებით  გარდაცვალების  ეს პირველი დარეგისტრირებული  შემთხვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. 

ტეხასის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვი, რომელიც არ იყო ვაქცინირებული დაავადების წინააღმდეგ, ღამით  ბავშვთა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თებერვლის დასაწყისიდან დასავლეთ ტეხასში სულ მცირე 124 ადამიანი დაინფიცირდა წითელათი, მათგან ხუთის გარდა ყველა არავაქცინირებული და უმეტესობა ბავშვია, განაცხადეს ტეხასის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, წითელას სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ყოველი ათასი დაფიქსირებული შემთხვევიდან 1-დან 3-მდე ფატალურია.

აშშ-ში წითელას შედეგად გარდაცვალების შემთხვევა  ბოლოს 2015 წელს დაფიქსირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი