უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირი სპეციალური პირის დანიშვნას განიხილავს

28 თებერვალი 2025, 10:16 101 ნახვა

ევროკავშირი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ლიდერები 6 მარტს დაგეგმილ სამიტზე აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ განხილვამ აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ვაშინგტონმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთთან, რომელშიც არ მონაწილეობენ არც ევროპა და არც უკრაინა.

გამოცემა ბლუმბერგის ცნობით, 6 მარტის სამიტზე განხილვები მიმართული იქნება თავდაცვის საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ, როგორც ევროპის კონტინენტის შეიარაღების გაძლიერების, ასევე უკრაინასთან მიმართებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი