ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით ჯარებს აგზავნის

27 თებერვალი 2025, 13:20 53 ნახვა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით სამხრეთ კორეის მედია ავრცელებს.

დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ იანვარსა და თებერვალში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, გარდა იმ დაახლოებით 11 ათასი ჯარისკაცისა, რომელიც უკვე ბრძოლის ველზეა უკრაინის ძალებთან საბრძოლველად.

დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა, ასევე, ემზადება რუსეთში დამატებითი ჯარების გაგზავნისთვის.

სამხრეთ კორეის დაზვერვამ არ გაავრცელა ინფორმაცია, გადაიყვანეს თუ არა ეს დამატებითი ჯარები რუსეთის კურსკის რეგიონში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი