უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინს დათმობებზე მოუწევს წასვლა - ტრამპი

27 თებერვალი 2025, 10:51 128 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ მისცემს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაში, მაგრამ ამას ევროპა გააკეთებს.  

ტრამპმა ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწევს დათმობებზე წასვლა  უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში.

რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას შეუძლია, ნატო დაივიწყოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი