დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ აქვს უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობა, ვიდრე აშშ-თან. სტარმერმა ეს განცხადება ვაშინგტონში ვიზიტისას გააკეთა, სადაც აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბრიტანეთის პრემიერი აშშ-ში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა.
ვიზიტის წინ სტარმერმა ვაშინგტონს მოუწოდა უკრაინაში ნებისმიერი მომავალი ევროპული სამშვიდობო ძალების უსაფრთხოება უზრუნველყოს და განაცხადა, რომ მხოლოდ ამას შეუძლია კიევისთვის ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა ვიდრე დროებით ცეცხლის შეწყვეტას და, რომ ბრიტანეთი შეასრულებს მათ როლს უკრაინაში ნებისმიერ სამშვიდობო მისიაში.