ბათუმის საბავშვო ბაღებში 25 თებერვალს სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება

24 თებერვალი 2025, 12:16 328 ნახვა

ბათუმში, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არც ხვალ განახლდება - აღნიშნულის შესახებ ბათუმის მერმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

"საბავშვო ბაღებში დღეს შეწყვეტილი იყო სააღმზრდელო პროცესი.  მივიღეთ გადაწყვეტილება უხვი ნალექისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ხვალ, 25 თებერვალსაც სააღმზრდელო პროცესი არ განახლდეს"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში