სტამბოლში, ამერიკის გენერალური კონსულის რეზიდენციაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მხარეები საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
მოლაპარაკებებზე აშშ-ს დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კულტერი, ხოლო რუსეთის დელეგაციას ალექსანდრე დარჩიევი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილო ატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი და ასევე რუსეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის დღის წესრიგში არ შედის უკრაინის საკითხი.